
ტიაგო სილვა | |
ტიაგო ემილიანო და სილვა | |
დაბადების თარიღი: | 22 სექტემბერი, 1984 (30 წლის) |
დაბადების ადგილი: | რიო დე ჟანეირო |
ეროვნება: | ბრაზილი |
სიმაღლე: | 183 სმ. |
წონა: | 79 კგ. |
პოზიცია: | მცველი |
ნომერი: | 4 |
ბრაზილია: | ბრაზილია |
ტიაგო სილვა
ტიაგო სილვამ კარიერა 2003 წელს ბრაზილიური სერია ა-ს კლუბ „ხოვენტუდში“ დაიწყო, სეზონი კარგად ჩაატრა და ევროპული გუნდების ყურადღებაც მიიპყრო. 2004 წელს სილვამ „პორტუს“ ფორმა მოირგო თუმცა არც ერთი მატჩი არ უთამაშია, სეზონის დასრულების შემდეგ სილვამ მოსკოვის „დინამოს“ მიაშურა, თუმცა მოვლენები იქაც ისევე განვითარდა როგორც „პორტუში“, ამიტომ იძულებული გახდა ბრაზილიაში დაბრუნებულიყო. 2006 წელს სილვა ფლუმინენსეში გადავიდა და გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მალე დაიმკვიდრა. „ფლუმინენსეში“ შესანიშნავი ორი სეზონის შემდეგ მისით იტალიური „მილანი“ დაინტერსედა სადაც მალევე გადაბარგდაიტალიელთა ბრაზილიელი მთავარი მწვრთნელის დამსახურებით. სილვა 2009-10 წლების სეზონში მილანის დაცვის ბურჯი გახდა ალესანდრო ნესტასთან ერთად. მისი ტრანსფერი ევროპაში ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულად ითვლება.
სანაკრებო კარიერა
ტიაგომ მიწვევა ბრაზილიის ნაკრებშიც მიიღო, რომელსაც 2010 წლის მუნდიალზე გაჰყვა, სხვა „მილანელი“ ბრაზილიელების – რონალდინიოსა და პატოსგან განსხვავებით.
ტიტულები
- ბრაზილიის თასის მფლობელი (1): 2007
- იტალიის სერია A-ს გამარჯვებული (1): 2011
- იტალიის სერია A-ს წლის საუკეთესო მცველი (1): 2011